კომპანია Bristol-Myers Squibb-მა განაცხადა, რომ მის მიერ შეძენილმა კიბოს ექსპერიმენტულმა თერაპიამ კლინიკური ცდის დროს დადებითი შედეგი აჩვენა.
კომპანია აცხადებს, რომ აპირებს, თერაპიის სისხლის კიბოს მკურნალობაში გამოსაყენებლად წლის ბოლომდე აშშ-ს შესაბამის სამსახურებს მის დასამტკიცებლად მიმართოს.
მკურნალობა ლიზოცელი( liso-cel) ახალი ტიპის იმუნოთერაპიაა, რომელიც CAR-T უჯრედების თერაპიის სახელითაა ცნობილი. მკურნალობა ითვალისწინებს პაციენტებისგან იმუნური უჯრედების ამოღებას, გენური ინჟინერიის გამოყენებით ისე გადაწყობას რომ კიბო უკეთ აღმოაჩინოს და შეებრძოლოს, შემდეგ კი პაციენტების სხეულში დაბრუნებას.
თერაპია 300-მდე პაციენტში გამოსცადეს. პაციენტთა ¾-ს შედეგი პირველივე მკურნალობისას ჰქონდა, ხოლო მათგან 53 პროცენტს კიბოს ნიშანი საერთოდ აღარ აღენიშნებოდა.
დამტკიცების შემთხვევაში „ლიზო-სელს“ მოუწევს უკვე დამტკიცებული CAR-T უჯრედების თერაპიის Kymriah-ისთვის კონკურენციის გაწევა.
კლინიკური ცდის შედეგი კომპანია Bristol-Myers Squibb-მა ორლანდოში გამართულ ჰემატოლოგიის ამერიკული საზოგადოების კონფერენციაზე წარადგინა.
წყარო : www.reuters.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”