close
კვლევები

სიცილი აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს სისხლძარღვების ფუნქციას, ამსუბუქებს ტკივილს

ხშირად გვეუბნებიან, რომ სიცილი საუკეთესო წამალია. ეს იმიტომ ხდება, რომ სიცილს ბევრი სამკურნალო სარგებელი აქვს : ის ამცირებს სტრესის დონეს და ხელს უწყობს ადამიანების კეთილდღეობას.
გთავაზობთ სიცილის რამდენიმე დადებით მახასიათებელს :
1. სიცილი აძლიერებს ჟანგბადით მდიდარი ჰაერის მიღებას და ასტიმულირებს გულს, ფილტვებსა და კუნთებს. ის ასევე ზრდის ტვინის მიერ გამოყოფილი ენდორფინების დონეს.
2. სიცილი ხელს უწყობს დაძაბულობის განმუხტვას სისხლის მიმოქცევის სტიმულირებით.
3. პოზიტიური აზრები და სიცილი შეიძლება დაეხმაროს ადამიანის იმუნური სისტემის გაძლიერებას ნეიროპეპტიდების გამოყოფით, რომლებიც ხელს უწყობენ სტრესსა და პოტენციურად სერიოზული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლას.
4. ის ასევე ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებას, რადგან სიცილის დროს სხეული წარმოქმნის ბუნებრივ ტკივილგამაყუჩებლებს.
5. სიცილი დაგეხმარებათ რთულ სიტუაციებთან გამკლავებაში, რითაც გაზრდის ადამიანების პიროვნულ კმაყოფილებას. ის ასევე ხელს უწყობს სხვა ადამიანებთან კავშირის დამყარებას.
6. სიცილს შეუძლია განწყობის ამაღლება. მას შეუძლია ხელი შეუწყოს სტრესის, დეპრესიისა და შფოთვის შემცირებას, რითაც პიროვნება უფრო ბედნიერად გრძნობს. ის ასევე ხელს უწყობს თვითშეფასების გაუმჯობესებას.
7. სიცილი ასევე ამცირებს სტრესის ჰორმონებს და ხელს უწყობს სისხლძარღვების ფუნქციის გაუმჯობესებას, რითაც აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას.
აღსანიშნავია, რომ ყოველი წლის მაისის თვის პირველ კვირას „სიცილის მსოფლიო დღე” აღინიშნება. „სიცილის მსოფლიო დღე” პირველად 1998 წლის 10 მაისს აღინიშნა.

წყარო : firstpost.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0