close
ემიგრანტისაქართველო

სოფიო პატარაია – ქართველი მეცნიერი CERN-ში და ევროპის კოსმოსურ სააგენტოში

სოფიო პატარაია ევროპაში მოღვაწე ფიზიკოსია, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
დასრულების შემდეგ მაქს პლანკის ინსტიტუტისა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორი
გახდა, რის შემდეგაც ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში(CERN) “ATLAS”
ექსპერიმენტზე დაიწყო მუშაობა.
სოფიომ CERN-ში 2006-დან 2019 წლამდე იმუშავა. ამ პერიოდში ასევე პოსტდოკად მუშაობდა
მაინცის, ვისკონსინისა და ვუერტალის უნივერსიტეტებში. CERN-ში მუშაობის პერიოდში მეცნიერი
სტატისტიკის ათკაციანი კომიტეტის წევრიც გახდა, სადაც დანარჩენ წევრებთან ერთად, ადგენდა
რეკომენდაციებს “ATLAS” ექსპერიმენტის საბოლოო სტატისტიკური ანალიზის ჩატარების შესახებ.
სოფიო არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი და თანაავტორია.
2019 წელს სამუშაოდ ევროპის კოსმოსურ სააგენტოში, ESA-ში გადავიდა. შეიძლება ითქვას, რომ
ევროპის კოსმოსური სააგენტო ევროპაში NASA-ს ექვივალენტია. ESA-ის კოსმოსური ფრენების
პროგრამა მოიცავს კოსმონავტების გაშვებას კოსმოსში, სხვა პლანეტებსა და მთვარეზე უპილოტო
საძიებო მისიებს, დედამიწის დაკვირვებას, გასაშვები მოწყობილობების შექმნას და ა.შ. ამჟამად
ქართველი მეცნიერი ატომური საათის ტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობს. ატომური საათები
ხელოვნურ თანამგზავრებზე მაგრდება, რომლებიც ნავიგაციისთვის გამოიყენება. თუკი ატომური
საათი გაუმართავი იქნება, ხელოვნური თანამგზავრიც უფუნქციო გახდება. აქვე უნდა აღინიშნოს,
რომ ეს ტექნოლოგია გამოიყენება არა მხოლოდ ნავიგაციისთვის, არამედ ნებისმიერი მანძილის
გაზომვისთვის როგორც დედამიწამდე, ასევე კოსმოსშიც. ატომური საათების გარდა, მეცნიერი ასევე
მუშაობს ოპტიკურ და ლაზერულ საათებზეც.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0