close
საქართველო

“სტარლინკ ჯორჯია“ – ილონ მასკმა საქართველოში კომპანია დააფუძნა

მი­ლი­არ­დერ ილონ მას­კის კუთ­ვნი­ლე­ბა­ში მყო­ფი კომ­პა­ნია Starlink საქ­მი­ა­ნო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­შიც გა­აგ­რძე­ლებს.

29 ივ­ნისს Starlink Holdings Netherlands-მა სა­ქარ­თვე­ლო­ში შვი­ლო­ბი­ლი “სტარ­ლინკ ჯორ­ჯია“ და­ა­ფუძნა და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ა­საც მი­მარ­თა.

21 ივ­ნისს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ა­ში SpaceX-ის Starlink-ის სა­ტე­ლი­ტუ­რი ინ­ტერ­ნეტ სერ­ვი­სის სა­ქარ­თვე­ლო­ში გაშ­ვე­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლეს. გაც­ნო­ბით შეხ­ვედ­რა­ზე კო­მი­სი­ის და მე­დი­ა­ლა­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა Starlink-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო სექ­ტორ­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და სა­მო­მავ­ლო ხედ­ვა­ზე, ასე­ვე ქვე­ყა­ნა­ში ციფ­რუ­ლი ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე ისა­უბ­რეს.

Starlink უზ­რუნ­ველ­ყოფს მა­ღალ­სიჩ­ქა­რი­ან, და­ბა­ლი და­ყოვ­ნე­ბის მქო­ნე ფარ­თო­ზო­ლო­ვან ინ­ტერ­ნეტს მთელს მსოფ­ლი­ო­ში, მათ შო­რის იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ინ­ტერ­ნეტ კავ­ში­რი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი, და­ბა­ლი სა­ი­მე­დო­ო­ბის, უხა­რის­ხო ან სრუ­ლი­ად მი­უწ­ვდო­მე­ლია. SpaceX-ს დღე­ი­სათ­ვის 2700-ზე მეტი Starlink-ის და­ბალ ორ­ბი­ტა­ლუ­რი თა­ნამ­გზავ­რი ჰყავს გაშ­ვე­ბუ­ლი. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0