close
მედიცინასაქართველო

“სულაჟერი” – ქართველმა ექიმმა კოვიდის საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნა

პროფესორმა ალექსანდრე თავართქილაძემ კოვიდის საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნა, „სულაჟერი“ ასე ქვია მედიკამნეტს, თავართქილაძე ონკოლოგია.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, ზაზა ლურსმანაშვილი ავრცელებს:

“ალექსანდრე თავართქილაძე, მადლობა შენ, რომ უბრალოდ არსებობ და ასეთ შედევრებს ქმნი!

კოვიდის საწინააღმდეგო, ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატი “სულაჟერი” (კაფსულები და პერორალური ამპულები). შეტანილია 2021 წლის 30 ნოემბრის გაიდლაინში (გვ.85).

„სულაჟერით“ უკვე 50 – მდე პაციენტი მკურნალობს, გამონაკლისი იქნა დაშვებული რეანიმაციის განყოფილებაში მყოფ 3 უმძიმეს პაციენტზე, რომლებიც “სულაჟერი”-ს მკურნალობაში ჩაერთვნენ დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენიდან დაახლოებით 12-14 დღის შემდეგ.

თერაპიულ განყოფილებაში მოთავსდა 19 პაციენტი. 7 მათგანი კლინიკიდან გაეწერა შემოსვლიდან 6-7 დღეში, ხოლო 3 პაციენტი გაწერა 10 დღეში. ამჟამად მკურნალობას აგრძელებს 4 პაციენტი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში შემოსვლიდან 7 დღეში გაწერილი პირველი პაციენტის ასაკი 87 წ.

არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა პაციენტის მდგომარეობის გაუარესება, მისი გადაყვანა რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მითუმეტეს სიკვდილი.

განსაკუთრებით საყურადღებოა რეანიმაციის განყოფილებაში მყოფი 3 პაციენტის შემთხვევა.

მამაკაცი, 57 წლის, ჭარბწონიანი (210 კგ). ანამნეზში: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელი, ჰიპერტონული დაავადება, ქრონიკული ვენური უკმარისობა. შემოსვლისას სატურაცია ატმოსფერულ ჰაერზე: 82%, სუნთქვის სიხშირე 33’. მოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც დინამიკაში მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ბაზისურ მკურნალობასთან ერთად, სიმპტომების დაწყებიდან მე-14 დღეს, მკურნალობაში ჩაერთო „სულაჟერი“ ჯერ კაფსულების სახით ( 3 კაფსულა დღეში სამჯერ), ხოლო 5 დღის შემდეგ „სულაჟერის“-ს პერორალური ამპულები, 3 ამპულა ყოველ 8 საათში ერთხელ. აღსანიშნავია, რომ „სულაჟერი“-ს ჩართვის პირველ დღეს პაციენტის სატურაცია იყო 50-55% ჟანგბადის მაღალნაკადური მიწოდების ფონზე. „სულაჟერი“-ს მიღებიდან მე-10 დღეს სატურაცია გახდა 92%. მოგვიანებთ, 12 დღის განმავლობაში, დინამიკაში დაკვირვების შემდეგ, პაციენტმა დატოვა კლინიკა.

მამაკაცი, 73 წლის. თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელი, კახექსიური, ძილიანი, პერიოდულად აგზნების და ჰალუცინაციების ეპიზოდებით, სიმპტომების სავარაუდო დაწყებიდან მე-8 დღეს, მოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში.

სატურაცია 87% ატმოსფერულ ჰაერზე. ლაბორატორიული მონაცემებიდან, სხვა პარამეტრებთან ერთად, განსაკუთრებით საყურადღებო იყო: ინტერლეიკინი – 836. მკურნალობის სქემაში „სულაჟერი“ ჩაერთო შემოსვლიდან მე-6 დღეს და შედეგად, 4 დღეში ინტერლეიკინის მაჩვენებელი გახდა 33. პაციენტი შემოსვლიდან 13 დღეში გაეწერა კლინიკიდან.ქალბატონი, 34 წლის. მოთავსდა თერაპიის განყოფილებაში. მოგვიანებით, მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და გადაყვანილ იქნა რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც ის დააინტუბირეს და გადაიყვანეს ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე. დინამიკაში მდგომარეობა დამძიმდა, მკვეთრად მოიმატა ანთების მარკერებმა, ჰემოდინამიკა გახდა არასტაბილური, გამოვლინა კანქვეშა ემფიზემა, მიკროცირკულაციის მოშლა. ფხვ-ს აგრესიულ პარამეტრებზე, სატურაცია 50-70%-ის ფარგლებში. ვაზოინოტროპული მედიკამენტების მაქსიმალური დოზების ფონზე, არტერიული წნევა 70 მმ-ის ფარგლებში. შემოსვლიდან 2 კვირის შემდეგ დაწყებულ იქნა „სულაჟერი“-ს პერორალური ამპულებით მკურნალობა. 3 ამპულა 8 საათში ერთხელ. მე-5 დღიდან დაიწყო ვაზოინოტროპული მედიკამენტების დოზის შემცირება, სატურაციის მაჩვენებლის მატება, ანთების მარკერების შემცირება, პაციენტის ზოგადი მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება. “სულაჟერი”-თ მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირაში პაციენტს შეუწყდა ფხვ, გამოსწორდა სატურაცია და ჰემოდინამიკური მაჩვენებლები. პაციენტი გახდა კონტაქტური, ადეკვატური. თავისუფლად ამოძრავებს კიდურებს. დღეის მდგომარეობით აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციის განყოფილებაში, იკვებება ზონდის გარეშე, გადაადგილდება დამოუკიდებლად”, – წერს ლურსმანაშვილი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0