ჩერნობილის ზონაში ტყის ხანძრის გამო ატომური ელექტროსადგურის მახლობლად რადიაციის დონემ იმატა. ამის შესახებ Deutsche Welle უკრაინის ეკოლოგიური ინსპექციის ხელმძღვაენლზე, ეგორ ფირსოვზე დაყრდნობით წერს.
„ცუდი ამბებია – ხანძრის ცენტრში რადიაცია ნორმაზე მაღალია“, – დაწერა ფირსოვმაFacebook-ზე.
მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე კი ჩანს, რომ გეიგერის მრიცხველზე დაფიქსირებული მაჩვენებელი ნორმაზე 16-ჯერ მაღალია.
ტყის ხანძარი ჩერნობილთან 4 აპრილს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ცეცხლი 100 ჰექტარის ფართობზეა გავრცელებული.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: