close
საქართველო

“უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ იქ თამაშობთ” – ბრიტანული გამოცემა ყვარლის სტადიონის შესახებ

ბრიტანულმა გამოცემამ, The Sun Dream Team-მა Facebook-ზე ყვარელში მდებარე სტადიონის ფოტო გამოაქვეყნა. საფეხბურთო მოედანმა ბრიტანელთა ყურადღება იმით მიიპყრო, რომ უძველესი გალავნის შიგნით მდებარეობს.

„საქართველოს მე-5 ლიგაში მოასპარეზე ყვარლის „დურუჯის“ სტადიონი უძველესი ციხესიმაგრის კედლებს შიგნით მდებარეობს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ აქ თამაშობთ!“ – წერს ბრიტანული გამოცემა.

ყვარლის ციხესიმაგრე XVI-XVIII საუკუნეებში აშენდა. ციხის რესტავრაცია 1985–1987 წლებში ჩატარდა. 2018 წელს მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

გაზიარება:
fb-share-icon0