უგანდაში მცხოვრები ცნობილი გორილა სახელად რაფიკი მონადირეებმა მოკლეს, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გორილას მოკვლისთვის ოთხი ადამიანი დააკავეს.
ვერცხლისფერზურგიან მთის გორილა (Gorilla beringei beringei) გადაშენების პირას მყოფი სახეობაა. თუ დაკავებულებს დანაშაული დაუმტკიცდათ, სამუდამო პატიმრობა მიესჯებათ ან $5.4 მილიონის გადახდა მოუწევთ.
„ეს ძალიან დიდი დარტყმაა“ – ასე გამოეხმაურა უგანდის ველური ბუნების სამსახური (UWA) რაფიკის სიკვდილს.
უგანდაში ათასამდე მთის გორილაღაა შემორჩენილი. რაფიკი დაახლოებით 25 წლის იყო და 17 მაიმუნს წინამძღოლობდა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
გაზიარება: