close
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოა

უდიდესი გადაშენებული ზვიგენის, მეგალოდონის კბილი იპოვეს ტროპიკული შტორმის შემდეგ

უკანასკნელი ტროპიკული შტორმის, ელზას წყალობით იპოვეს ორი მეგალოდონის კბილი სამი კვირის ინტერვალით. აღმოჩენის ავტორი 6 წლის ბავშვია.

მეგალოდონი არის უზარმაზარი გადაშენებული ზვიგენის სახეობა, რომელიც უდიდეს თევზად არის აღიარებული მსოფლიოს ისტორიაში. სიტყვა “მეგალოდონის” ეტიმოლოგია ბერძნული ენიდან იღებს სათავეს და “გიგანტურ კბილს” ნიშნავს. ზვიგენის არსებობას მსოფლიო ოკეანეებში 3.6 მილიონიდან 20 მილიონი წლის წინ მოიაზრებენ. მისი ზომები იმდენად მასშტაბური იყო, რომ თეთრ ზვიგენს სამჯერ აღემატებოდა, ზურგის ფარფლი დაახლოებით ზრდასრული ადამიანის სიმაღლის იყო, თვითონ სიგრძეში რამდენიმე ათეული მეტრს აღწევდა და კბილების რამდენიმე მწკრივი ჰქონდა.

მეგალოდონის კბილი მეტად ფასდაუდებელი მონაპოვარია კოლექციონერებისთვის, მაგრამ მის მიმართ სამეცნიერო ინტერესი, შეიძლება ითქვას, რომ დიდი არ არის, რადგან ტროპიკულ და ზომიერ ზღვებში, ანტარქტიდის სანაპიროს გარდა, ყველა კონტინენტის სანაპირო ზოლთან არის ნაპოვნი მისი ნაშთები. მეგალოდონის გადაშენებას რამდენიმე მიზეზით ხსნიან, ერთ-ერთი ოკეანის წყლის ტემპერატურის შემცირებაა, ხოლო მეორე ვეშაპების რაოდენობის შემცირება, რითიც ისინი იკვებებოდნენ.

ელზას მსგავსი ქარიშხლის დროს, ოკეანის დიდ ტალღებს სანაპიროზე ამოაქვს ზღვის ფსკერზე არსებულ ნაშთები, რომლებიც მილიონობით წლის ისტორიას ინახავენ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0