close
საქართველო

უიშვიათესი სამედიცინო პრაქტიკა, საქართველოში – იდენტური ტყუპი ძმის იდენტური ტყუპი ქალიშვილები

იდენტური ტყუპი ძმები გელა და გიორგი გოჩიტაშვილები ბავშვობიდან ოცნებობდნენ ტყუპებზე, მაგრამ სამედიცინო პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა ძალიან იშვიათია, თითქმის 0%. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთ ძმას იდენტური ტყუპები – ანიტა და მარიტა შეეძინა.
უცხოური გამოცების სტატიაში, რომელიც ძმების ისტორიას ეხება, სასექსის უნივერსიტეტის პროფესორი ალისონ პაიკი ამბობდა, რომ იდენტური ტყუპები მამრობითი სქესიდან მემკვიდრეობით არ გადადის და თუ ასე მოხდა, ეს მხოლოდ დამთხვევას შეიძლება მიეწეროს.
ხშირად ტყუპებს და განსაკუთრებით იდენტურ ტყუპებს მსგავსი მისწრაფებები, ჩვევები და გემოვნება აქვთ. ასევე საინტერესოა შერეული გენის ტყუპების ფენომენი, თუ მათ განსხვავებული კანის ფერის მშობლები ჰყავთ, შესაძლოა, ერთში დედის, მეორეში კი მამის გენმა იმძლავროს. შესაბამისად, ერთი თეთრკანიანი და მეორე კი ფერადკანიანი დაიბადოს. აღნიშნული პრაქტიკაც ძალიან იშვიათია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0