close
ფოტო

უკანასკნელი დაისი ვუჰანში – ექიმმა კორონავირუსით დაავადებული პაციენტი უკანასკნელი მზის ჩასვლის სანახავად გაიყვანა

„უკანასკნელი დაისი ვუჰანში“ – ასე ასათაურებს პრესა ფოტოს, რომელიც კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გარდაცვალებამდეა გადაღებული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვუჰანში დოქტორმა ლიუ კაიმ COVID-19-ით დაავადებული პაციენტი, საავადმყოფოს გარეთ გაიყვანა, რათა მისი უკანასკნელი სურვილი აესრულებინა – ენახა გარდაცვალებამდე ვუჰანის მზის ჩასვლა.

პრესამ სწორედ ამ ფოტოს უწოდა ”უკანასკნელი დაისი”. შეგახსენებთ, ახალი რესპირატორული ვირუსი, რომელიც კორონავირუსის სახელით გავრცელდა, პირველად ჩინეთის ქალაქ ვუჰანში აღმოაჩინეს, ამ დროისთვის სულ 115 ქვეყანაა ინფიცირებული. დღეისათვის მსოფლიოს მასშტაბით, ვირუსით დაინფიცირების სულ114,543 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 64,267-ს აღწევს, 4 028 კი, გარდაიცვალა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში დაინფიცირების 15 შემთხვევა დაფიქსირდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0