უკრაინისთვის ამ უმძიმეს დღეებში, ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი პირი წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი დავით არახამიაა (დავით ბრაუნი).
დავით არახამია უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარეა და წარმოადგენს უკრაინულ დელეგაციას რუსულ მხარესთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამართული მოლაპარაკებების დროს. “მოლაპარაკებები ან სწორი მიმართულებით წავა, ან ისე, როგორც რუსული სამხედრო გემი”, – დაწერა მან ბელარუსში გასამართი შეხვედრის წინ.
- რა ვიცით დავით არახამიას შესახებ?
“ვინ არის დავით არახამია და რა კავშირი აქვს ზელენსკისთან” – ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა uaportal.com სტატიას, სადაც ქართული წარმოშობის უკრაინის მოქალაქეზე წერს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა “ბრაუნის” ფსევდონიმით იცნობს.
გამოცემის ცნობით, დავით არახამია 1979 წლის 23 აგვისტოს დაიბადა. მისი ოჯახში აფხაზეთის ქალაქ გაგრაში ცხოვრობდა და მოხალისე, საზოგადოებრივი აქტივისტი და მომავალი პოლიტიკოსი ბავშვობის წლებს ბედნიერად იხსენებს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”