დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ავთანდილ ქოჩიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო ლიცენზიის გამოცდაში (United States Medical Licensing Examination -STEP 1) საქართველოსთვის მაქსიმალური შედეგი 273 ქულა დააგროვა. ამასთან, გამოცდაზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით, ავთანდილი 73,000-ზე მეტი აპლიკანტიდან საუკეთესო შედეგების მქონე 1%-ში მოხვდა.
USMLE-ის რვასაათიანი გამოცდისთვის ტესტს ადგენს სპეციალური საგამოცდო კომიტეტი, რომელიც ამერიკელი და კანადელი ექიმების, დარგის სპეციალისტებისა და მეცნიერებისგან არის დაკომპლექტებული. გამოცდა მედიცინის მიმართულების ზოგად ცოდნასთან ერთად მოითხოვს ვიწრო სპეციალიზაციის საკითხების ცოდნასაც ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა მიკრობიოლოგია, იმუნოლოგია, ფიზიოლოგია, ბიოქიმია, ჰისტოლოგია და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ავთანდილ ქოჩიაშვილის შედეგი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც იშვიათად გვხვდება.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“