ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსისგან განიკურნენ, იმუნიტეტი შესაძლოა სამუდამოდ შეუნარჩუნდეთ. შესაბამის დასკვნამდე სენტ ლუისის იმუნოლოგიის უნივერსტიტეტისა და ნიუ იორკის როკფელერის მოლეკულური ბიოლოგიის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ. კვლევის შედეგები ჟურნალ Nature-ში უკვე გამოქვეყნდა.
დღემდე ითვლებოდა, რომ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი დიდხანს არ გრძელდებოდა და კოვიდგადატანილი პაციენტების ორგანიზმში ანტისხეულები გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე თვეში იწყებდა შემცირებას.
ახალი კვლევის თანახმად კი, უჯრედები, რომლებიც ვირუსზე მეხსიერებას ინარჩუნებენ, ძვლის ტვინში რჩებიან და საჭიროების შემთხვევაში ანტისხეულებს გამოიმუშავებენ.
კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ იმუნიტეტის შენარჩუნებაში კოვიდგადატანილ პაციენტებს ვაქცინაცია ეხმარება და მომავალში მათ აცრა აღარ დასჭირდებათ. ვაქცინირებულ ადამიანებს, კი ვისაც კორონავირუსი არ გადაუტანია, ან გადაიტანეს, მაგრამ მყარი იმუნიტეტი არ გამოუმუშავდათ, შესაძლოა ვაქცინაცია კიდევ დასჭირდეთ.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”