close
ემიგრანტი

„უპირველესია, ადამიანმა შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება სამშობლოში“ – ედიშერ სავიცკი

პროფესიული წინსვლის მტკიცე სურვილი ხშირად ადამიანებს გვიბიძგებს, წავიდეთ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ დათმობებზე, მათ შორის, როგორიცაა სამშობლოს დატოვება და წასვლა იქ, სადაც მიზნისთვის მეტი რესურსია. სწორედ ასეთია პიანისტ ედიშერ სავიცკის ამბავი – ორ ათეულზე მეტი წელიწადია, ის აშშ-ში იმყოფება. თუმცა, აქტიურად აქვს კავშირები საქართველოსთან და შტატებიდან ზრუნავს ქართველი სტუდენტების კარიერულ წინსვლაზე
განვლილ გზაზე, მიმდინარე აქტივობებსა და გეგმებზე, ედიშერი ‘’დოქტრინას“ ესაუბრა.

აშშ-ში იმყოფებით – კონკრეტულად, რას საქმიანობთ?

ამჯერად, გახლავართ პროფესორი ალაბამის უნივერსიტეტში, სადაც ვასწავლი ფორტეპიანოს. ეს გახლავთ შტატის მთავარი უნივერსიტეტი, მთელს ამერიკის სამხრეთში წამყვანი. გარდა ამისა, მაქვს კონცერტები მთელი ამერიკის მასშტაბით, ევროპასა და ჩინეთშიც. ვეწევი პედაგოგიურ და საკონცერტო საქმიანობას.

როგორი იყო თქვენი გზა შტატებამდე?

1998 წლიდან ვიმყოფები აშშ-ში – მას შემდეგ, რაც ბატონმა ლექსო თორაძემ დამპატიჟა თავისთან, ინდიანას უნივერსიტეტში. მაშინ დავხურე კონსერვატორიის მეოთხე კურსი და ეს ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი შემოთავაზება იყო. ასე აღმოვჩნდი აშშ-ში, რამაც ძალიან დიდი შესაძლებლობები გამიხსნა. ბატონი ლექსოს დამსახურებით, 40-მდე ქართველ ახალგაზრდას მოგვეცა განვითრების შანსი.

თქვენს უახლოეს გეგმებში საქართველოში დაბრუნება თუ შედის?

წლებია, საქართველოში წელიწადში ორჯერ ჩამოვდივარ. ყოველ ჩამოსვლაზე ვატარებ ღია გაკვეთილებს, მასტერკლასებს. ძალიან მჭიდრო კავშირი მაქვს ჩვენს კონსერვატორიასთან, ნიჭიერთა ათწლედთან. თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, რომელიც ახლახან ჩატარდა, ვატარებთ და წლის მანძილზე კიდევ ჩავატარებთ ღია გაკვეთილებს. მთავარი არის ის, რომ ალაბამის უნივერსიტეტმა გააფორმა მემორანდუმი თორაძის ფონდთან, რაც გააფართოებს არეალს არა მხოლოდ პიანისტებისთვის, არამედ – სხვა ინსტრუმენტებისთვისაც. მე ჩამოვიყვან ჩემს კოლეგებს ამ უნივერსიტეტიდან და ისინი ჩაატარებენ ღია გაკვეთილებს, რადგან ორკესტრში დაკვრა გარკვეულ ცოდნას მოითხოვს, საქართველოში კი არ არის საორკესტრო-სადირიჟორო ფაკულტეტი.
ამ მემორანდუმიდან გამომდინარე, უფრო ხშირად მომიწევს საქართველოში ჩამოსვლა. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ, მემორანდუმის მიხედვით, ალაბამის უნივერსიტეტი აარჩევს სტუდენტებს სხვადასხვა ინსტრუმენტის ფარგლებში და მთლიანი დაფინანსებით წაიყვანს მას სასწავლებლად, ეს იქნება წელიწადში 50 000-დოლარიანი პაკეტი. აღნიშნული შეთავაზება უკვე მიიღო ერთმა კონტრაბასისტმა.
საქართველოში ჩემი 24-საათიანი ფიზიკური ყოფნა არ იგეგმება, არ არის აუცილებელი, არც წინაპირობაა ამისთვის. უფრო ეფექტური და საქმიანი ვარ იქ, სადაც ვარ.

რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ადამიანმა უცხო ქვეყანაში საკუთარი თავის დამკვიდრება შეძლოს?

ამისთვის უპირველესია, მან შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება სამშობლოში და აქ ისწავლოს მაქსიმალურად. მე სტუდენტებთან დაკავშირებით წლების განნმავლობაში ვაწყებოდი დიდ სირთულეებს – იმ სტუდენტებთან, რომლებსაც, ჩემი უნივერსიტეტის მეშვეობით, გავუკეთე მთლიანი დაფინანსება. თუმცა, რამდენიმე შემთხვევაში მათ ვერ შეძლეს ენის გამოცდის ჩაბარება. იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ სხვა ქვეყანაში თავის დამკვიდრება, საჭიროა ინგლისური ენის ცოდნა. აუცილებელია ასევე სხვა აკადემიური საგნები. როცა უცხოეთში გეგმავ წასვლას, ნათელია, რომ საჭიროა ზოგადი განათლება. ამიტომ, ჩემს ყველა ახალგაზრდა კოლეგას, მეგობარს ვთხოვ, რომ უფრო სერიოზულად მოეკიდონ იმ ყველაფერს, რასაც აკეთებენ და როცა შანსი მიეცემათ, უფრო დიდი ნაბიჯებით მოახერხებენ წინსვლას.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0