კონსტანსის ტბაში, რომელიც გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის საზღვრებთან მდებარეობს, 2015 წელს 170 ქვის პირამიდა იპოვეს სანაპიროდან დაახლოებით 300 მეტრის მოშორებით და 5 მეტრის სიღრმეზე. თუმცა უკანასკნელმა ექსპედიციამ გამოავლინა ქვის ხანით დათარიღებული კიდევ მრავალი ახალი ნაგებობა. ცენტრალური ევროპის ტბის სიღრმეში აღმოჩენილ ობიექტს უწოდეს ,,შვეიცარიული სტოუნჰენჯი’’, სადაც ათობით ქვის გროვა ქმნის 10 კილომეტრის სიგრძის წყალქვეშა ნაგებობას.
2012 წლის კვლევამ დაადასტურა, რომ ,,შვეიცარიული სტოუნჰენჯი’’ არ იყო ჩამოყალიბებული ბუნებრივი პროცესების შედეგად და იგი ნეოლითის ხანაში შექმნეს ადამიანებმა. ქვის ნაგებობათა ნაწილი თარიღდება 5 500 წლით. კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია ტბის დონის 3-5 მეტრით აწევა და ნაგებობების სრულად წყლით დაფარვა. ბოლო კვირების განმავლობაში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა მრავალი ახალი ნაგებობა და აჩვენა, რომ ნეოლითური ეპოქით დათარიღებული წყალში ჩაძირული მრავალი საცხოვრებელი სახლი ხიმინჯების საშუალებით წყლის ზემოთ იყო მოქცეული. არსებობს ვარაუდი, რომ ბოლოს აღმოჩენილი ქვის პირამიდები შესაძლოა იმავე თემმა ააგო, რომელიც ამ ტიპის საცხოვრებლებში ცხოვრობდა. მკვლევრები ფიქრობენ, რომ სახლები ძვ. წ. 3 500 წლით თარიღდება.
მიუხედავად იმისა, რომ სახლები გარკვეულ წარმოდგენას და ცოდნას გვაძლევს ამ ტერიტორიაზე დასახლებული თემის შესახებ, მათი კულტურა, რწმენა, ცხოვრების წესი ჯერჯერობით უცნობია და კვლევის საგანს წარმოადგენს.
უცნობი ანტიკური კულტურის მიერ შექმნილი წყალქვეშა ,,შვეიცარიული სტოუნჰენჯი“
გაზიარება: