close
კატეგორიის გარეშე

უცნობმა პირმა, თურქეთში, მაღაზიებში მოსახლეობის ვალი გადაიხადა

უცნობმა ქველმოქმედმა, თურქეთის ქალაქ დიარბაქირში ადგილობრივ სასურსათო მაღაზიებში ახლომდებარე რაიონების ყველა მცხოვრებთა დავალიანება გადაიხადა. იუწყება ადგილობრივი მედია

თურქეთის ზოგიერთ ქალაქში მცირე ზომის მაღაზიებში მოსახლეობა უფულობის გამო ხშირად იღებს პროდუქტს “ნისიად,” მაღაზიის მეპატრონე კი დავალიანების სიას სპეციალურ რვეულში იწერს.

“ამ დღეებში ჩემთან მაღაზიაში შემოვიდა მაღალი, შავგვრემანი მამაკაცი და მითხრა, რომ ადგილობრივების დავალიანების გადახდა სურდა. 12, 500 თურქული ლირის (ორი ათას დოლარზე მეტი) ვალის გადახდის შემდეგ სტუმარმა რვეულის ფურცლები ამოხია, დაწვა და წავიდა”, – უთხრა მედიას ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა.

მისი თქმით, მოვალეების უმეტესობა მომხდარს ვერ იჯერებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გასული წლის ბოლოს თურქეთის პროვინციებში გამოჩნდა უცნობი ადამიანი, რომელიც მაღაზიებში მოსახლეობის დავალიანებას იხდიდა და ბავშვებსა და უსახლკაროებს ფულს ურიგებდა. ის თავის ვინაობას არ ამხელდა, ამიტომ მადლიერმა მოსახლეობამ მას “რობინ ჰუდი” დაარქვა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

გაზიარება:
fb-share-icon0