close
ეს საინტერესოა

ფინეთის აეროპორტში მგზავრებში კორონავირუსის აღმოსაჩენად ძაღლებს იყენებენ

ფინეთში, ჰელსინკი-ვანტაას აეროპორტში სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით ადამიანებში კორონავირუსის აღმოჩენის პროცედურის დატესტვა დაიწყო.

„ჰელსინკის უნივერსიტეტის“ პროფესორის, ანა ჰიელმ-ბიორკმანის თქმით, ძაღლებს კორონავირუსის აღმოჩენა სიმპტომების განვითარებამდე 5 დღით ადრე შეუძლიათ.

„ისინი კორონავირუსის აღმოჩენას ძალიან კარგად ახერხებენ. 100 %-იან აღქმას ვუახლოვდებით,“- აღნიშნა ანა ჰიელმ-ბიორკმანიმ.

პროცედურის ფარგლებში, მგზავრები კისერს ტილოებით იწმენდენ, შემდეგ კი თუნუქის ქილაში ათავსებენ და ძაღლებს წინ უწყობენ, რომლებიც დაყნოსვის საშუალებით ადგენენ, არის თუ არა მგზავრი დაინფიცირებული. ძაღლების საშუალებით შედეგის მიღება რამდენიმე წუთშია შესაძლებელი.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე ცდა შედეგიანი აღმოჩნდა, მკვლევარები აცხადებენ, რომ  ძაღლების ტესტირების ეფექტურობის დასადასტურებლად კიდევ მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო.

წყარო : bbc.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0