ფინეთის ახალ პრემიერს 4-დღიანი სამუშაო კვირისა და 6-საათიანი სამუშაო დღის დაწესება სურს. 34 წლის სანა მარინმა, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია მსოფლიოში, საერთაშორისო ყურადღება გაპრემიერებიდან მალევე მიიქცია. მისმა მემარცხენე-ცენტრისტულმა კოალიციამ უკვე განაცხადა, რომ მათ სურთ საცდელად ახალი სამუშაო გრაფიკი დააწესონ.
„ვფიქრობ, ყველა იმსახურებს უფრო მეტი დრო თავიანთ ოჯახებს, საყვარელ ადამიანებს, ჰობს ან სხვა ცხოვრების ასპექტებს, მათ შორის კულტურას დაუთმონ. ეს შესაძლოა იყოს მომდევნო ნაბიჯი ჩვენს სამუშაო ცხოვრებაში“, – განაცხადა ფინეთის პრემიერმა, რომელმაც აღნიშნული პოსტი გასულ თვეს დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ფინეთის მეზობელ შვედეთში, 2015 წლიდან 6-საათიანი სამუშაო გრაფიკი უკვე არსებობს. ევროპული მედიის ცნობით, მოკლე სამუშაო დღის დაწესების შედეგები აჩვენებს, რომ თანამშრომლები იქ უფრო ბედნიერები, მდიდრები და პროდუქტიულები არიან.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“