close
ბიზნეს პერსონა

ქართველი მარკეტერი სალომე იმედაშვილი Amazon-ის მარკეტინგის უფროსი მენეჯერი გახდა

ქართველი მარკეტერი სალომე იმედაშვილი Amazon-ის უფროსი მარკეტინგის მენეჯერი გახდა. უფრო ზუსტად კი კომპანიის Delivery Service Partner-ის (DSP) პროგრამის მარკეტინგს ხელმძღვანელობს ევროპაში.

„2012 წელს დავამთავრე „კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB)“, შემდეგ მაგისტრატურაზე სწავლა გავაგრძელე თსუ-ში. CSB -ში, საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის პარალელურად, მესამე კურსიდან, მუშაობა დავიწყე ბანკ „რესპუბლიკაში “, მალევე გადავედი ფარმაცევტულ ბიზნესში, ბოლოს კი ტექნოლოგიების სფეროში. როგორც „კავკასიის უნივერსიტეტის“ რეიტინგული სტუდენტი, 2010 წელს სამხრეთ კორეაში გავემგზავრე გაცვლითი პროგრამით“.

2014 წლიდან დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს და მუშაობს. ტექნოლოგიების მარკეტინგი და ელექტრონული კომერცია (e-commerce) მისი მთავარი მიმართულებაა.

„კომპანია Emarsys-ში, რომელიც 2020 წელს მსოფლიო ტექ გიგანტმა SAP-მა იყიდა, ბრიტანეთის რეგიონალური მარკეტინგის მენეჯერის პოზიციიდან მომხმარებლის მარკეტინგის გლობალური დირექტორის პოზიციამდე, ხუთ წელიწადში მივედი“.

სწორედ ამის შემდეგ შეუერთდა ის „ამაზონის“ გუნდს და დღეს Delivery Service Partner-ის (DSP) პროგრამის მარკეტინგს ხელმძღვანელობს ევროპაში.

„ჩემი როლი მოიცავს ამ პროგრამის ევროპაში დამკვიდრებასა და ახალი DSP პარტნიორების მოძიებას ევროპის რვა ბაზარზე. ტექნოლოგიების მარკეტინგში შეტანილი წვლილისთვის, 2020 წელს ბრიტანეთის მთავრობამ Global Talent-ის სტატუსი მომანიჭა და მარკეტინგის სფეროში გამორჩეულ ტალანტად მაღიარა. ამით საშუალება მომეცა, ხანგრძლივად ვიცხოვრო ბრიტანეთში და რაც მთავარია, ვიმუშაო ბრიტანულ ტექკომპანიებთან, რათა დავეხმარო მათ საერთაშორისო ბაზარზე გასვლასა და დამკვიდრებაში“.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0