close
საქართველო

ქართველი მუსიკოსი დების ამერიკული წარმატების ისტორია

ნინო და თამარ სანიკიძეები ამერიკაში მოღვაწე, წარმატებული  მუსიკოსი დები არიან.

ნინო და თამარ სანიკიძეები 25 წელია რაც ამერიკაში ცხოვრობენ. დებმა მაგისტრის ხარისხი აიოვას უნივერსიტეტში მიიღეს, ხოლო მერილენდის უნივერსიტეტში მუსიკის დოქტორები გახდნენ. თამარი მსოფლიოს წამყვანი საოპერო დადგმების მთავარი კონცერტმაისტერია, ნინო კი – ლოს-ანჯელესის ოპერაში თეატრის პიანისტი.
2006 წლიდან სანიკიძეები ლოს-ანჯელესში პლასიდო დომინგოს ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურსს „ოპერალიას“ ხელმძღვანელობენ. ცნობილმა ტენორმა ნინო სანიკიძე ვაშინგტონ–ოპერაში გაიცნო და იმდენად მოიხიბლა, რომ თავის პროგრამაში ერთ-ერთ პიანისტად აიყვანა.
თამარი 2015 წლიდან კალიფორნიაში მოღვაწეობს და ბატლერის მუსიკალური ცენტრის დირექტორია. მას ვაშინტონში თეთრ სახლშიც ჰქონდა კონცერტი, ხშირად უკრავს „კარნეგი ჰოლში.“ მსოფლიოს ცნობილ მუსიკოსებთან ერთად კონკურსებში, კონცერტებსა და მასტერკლასში იღებს მონაწილეობას. კითხულობს ლექციებს მერილენდის უნივერსიტეტში. ნინო მასტერკლასებს კანზასის უნივერსიტეტში ატარებს. დების სურვილია საქართველოში ერთობლივი კონცერტის ჩატარება. მათ წარმატებულ მოღვაწეობაზე ხშირად წერს უცხოური პრესა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0