პოპულარულმა ამერიკულმა გამოცემამ „ვოლჩერ“, ბოლო 10 წლის საუკეთესო ფილმების სია გამოაქვეყნა.
სიმონ გროსისა და ნანა ექვთიმიშვილის ფილმი “ჩემი ბედნიერი ოჯახი” ასევე vulture-მ დაასახელა საუკეთესო ფილმებს შორის.
ფილმი ისეთი კინოსურათების გვერდით მოხვდა, როგორებიცაა Now You See Me, Once Upon a Time in Hollywood, Dunkirk, The Favourite და სხვა.
“ჩემი ბედნიერი ოჯახი” ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მეორე ერთობლივი ნამუშევარია. “გრძელი ნათელი დღეების” შემდეგ რეჟისორებმა გადაიღეს ამბავი ქართულ ოჯახზე, სადაც სამი თაობა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს.
ფილმის მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, დისტრიბუციის უფლება კი ნეტფლიქსმა შეიძინა. ფილმში მთავარ როლებს ია შუღლიაშვილი და მერაბ ნინიძე ასრულებენ.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“