კოტ-დ’ივუარში პლასტმასის ბოთლებისა და პოლიეთილენის პარკების ნარჩენებს გადაამუშავებენ და აგურებს დაამზადებენ.
იუნისეფის ინფორმაციით, ქვეყნის მთავარ ქალაქში, აბიჯანში, ყოველ დღე 280 ტონა პლასტმასის ნარჩენი გროვდება და აქამდე მისი მხოლოდ 5 პროცენტის გადამუშავება ხდებოდა.
ინოვაციური პროექტის ფარგლებში, პლასტმასის ბოთლებისა და პარკების აგურებად გადაქცევა განხორციელდება და ამ აგურებს სკოლების ასაშენებლად გამოიყენებენ.
აგურების დასამზადებლად სოციალური საწარმო Conceptos Plasticos-ი სპეციალურ საწარმოს აშენებს.
იუნისეფის მონაცემებით, ქვეყანა საკლასო ოთახების მნიშვნელოვან დეფიციტს განიცდის, რის გამოც 25,000 ბავშვს ცოდნის მისაღებად საჭრო სივრცე არ გააჩნია. ამ პრობლემის გადასაჭრელად კი 15,000 საკლასო ოთახია საჭირო.
წყარო : euronews.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”