ლიხტენშტეინი ევროპის ჯუჯა სახელმწიფოა, იმდენად მცირე, რომ მაგისტრალების სიგრძე მხოლოდ
250 კილომეტრია. ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 39 200 კაცია.
1806 წელს ამ ტერიტორიამ სუვერენიტეტი მოიპოვა და მსოფლიოს რუკაზე გაჩნდა ლიხტენშტეინის
სამთავრო, რომელსაც მმართველობის ფორმა, კონსტიტუციური მონარქია არ შეუცვლია და
სათავეში დღემდე პრინცის ოჯახია. ევროპის შუაგულში მდებარე სახელმწიფოს ოფიციალურად
სამხედრო ძალა არ ჰყავს 1868 წლიდან, ასევე არ აქვს საკუთარი ვალუტა და აეროპორტი,
უახლოები არის მხოლოდ შვეიცარის ქალაქ ციურიხში, ლიხტენშტეინის დედაქალაქიდან
დაახლოებით საათნახევრის სავალზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ლიხტენშტეინი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომლის ტერიტორიის
100% ალპურ რეგიონში მდებარეობს, შესაბამისად, სამთო-სათხილამურო ტურიზმია
განვითარებული. ლიხტენშტეინში უმუშევრობისა და კრიმინალის დონე გასაოცრად დაბალია,
ქვეყანას თითქმის არ აქვს საგარეო ვალი.
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”