ახალი კვლევით, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ღორის სისხლში ნაპოვნი ნაერთებისგან შემუშავებულ ახალ თერაპიულ საშუალებას E5 -ს შეუძლია ორგანიზმის გაახალგაზრდავება.
დაბერების საწინააღმდეგო E5 გამოსცადეს ასაკოვან ვირთხებზე, სწორედ ამ ცდების საფუძველზე მომზადებული კვლევის ანგარიშში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა ჟურნალში GeroScience, ვკითხულობთ რომ E5 შედგება რთული ნანონაწილაკებისა და ახალგაზრდა პლასებისგან.
დაბერების საწინააღმდეგო თერაპიის დროს ახალგაზრდა ღორის სისხლით მომზადებული საშუალება ასაკოვანი ვირთხის ორგანიზმში შეიყვანეს, რამაც უჯრედების გაახალგაზრდავება გამოიწვია. მეცნიერების აზრით, თუ მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება ადამიანზე გახდება შესაძლებელი, მაშინ 80 წლის მოხუცი 26 წლის ახალგაზრდას დაემსგავსება.
კვლევების შედეგად ისიც დადგინდა, რომ ღორის სისხლს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი ჰქონდა ვირთხების სხვადასხვა ქსოვილზე, ის ასევე ცვლის სისხლის, გულისა და ღვიძლის ბიოლოგიურ ასაკს.
“მკურნალობამ გაანახევრა სისხლის, გულის და ღვიძლის ქსოვილის ეპიგენეტიკური ასაკი… ასევე იყო ნაკლებად გამოხატული, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაახალგაზრდავების ეფექტი თავის ტვინის ჰიპოთალამუსზე. დავაფიქსირეთ ქცევითი და კოგნიტიური გაუმჯობესებაც”, – აღნიშნულია კვლევაში.
მათივე თქმით, პლაზმური ფრაქციების მკურნალობა თანმიმდევრულად ეფექტიანია როგორც მამრ, ასევე მდედრ ვირთხებში. მიუხედავად ამისა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ტიპის თერაპიამ შესაძლოა ადამიანზე უარყოფითი გავლენა იქონიოს:
”ის, რაც სასარგებლოა ერთი სახეობისთვის, შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს მეორისთვის“, – მათი მტკიცებით, მრავალი გამაახალგაზრდავებელი მკურნალობა მღრღნელებიდან ადამიანზე ეფექტიანად არ გადადის.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”