დედამიწაზე უამრავი უცნაური და გასაოცარი მცენარე არსებობს, მათი ნაწილი გამოირჩევა სილამაზით, ნაწილიც სიცოცხლისუნარიანობით. მიუხედავად იმისა, რომ უდაბნო ნამდვილად არ არის შესაფერისი ადგილი მცენარეებისთვის, ნამიბიის უდაბნოში ხარობს მეტად საინტერესო მცენარე, სახელად ველვიჩია.
გასაოცარი ის არის, რომ ველვიჩიის ჯიშის ყველაზე დიდი მცენარეები 3000-ზე მეტი წლის არიან. შორიდან შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მას ბევრი ფოთოლი აქვს, თუმცა სინამდვილეში მას მხოლოდ ორი ფოთოლი გააჩნია, ისინი დროთა განმავლობაში იყოფა და იგრიხება. ფოთლები მთელი სიცოცხლის მანძილზე არ ცვივა და არ კვდება.
ახალი კვლევის თანახმად, გენეტიკური საიდუმლოება, რაც ხსნის უნიკალურ ფორმას, მისი სიცოცხლის გასაოცარ ხანგრძლივობასა და გამძლეობას, არის ის, რომ დაახლოებით 86 მილიონი წლის წინ, რეგიონში განსაკუთრებული გვალვის პერიოდში, უჯრედის გაყოფაში შეცდომის შედეგად, მთლიანი ველვიჩიის გენომი გაორდა. ხოლო რაც უფრო დიდია გენომი, მით მეტი ენერგია იხარჯება სიცოცხლის შენარჩუნებაზე.
დაახლოებით 1-2 მილიონი წლის წინ, სხვადასხვა გენეტიკური ცვლილებების შედეგად, ველვიჩიის გაორებული გენომის შენარჩუნებისთვის საჭირო რესურსები შესამჩნევად შემცირდა და ეკონომიური გახდა. ის ფაქტი, რომ ველვიჩიას ფოთლები კენწრული მერისტემიდან იზრდება, რომელიც მცენარეს ახალი უჯრედებით ამარაგებს, ასევე უჯრედული ზრდა და ზეწოლის მიმართ რეზისტენტულობა ველვიჩიას შესაძლოა ექსტრემალური ბუნებრივი ზეწოლის ქვეშ ზრდის გაგრძელებაში ეხმარებოდეს.
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”