close
მედიცინა

შეიმუშავეს გელი, რომელსაც სიცოცხლისთვის სახიფათო სისხლდენის შეჩერება შეუძლია

აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) ინოვაციური გელი დაამტკიცა, რომელსაც სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებისგან გაჩენილი სისხლდენის შეჩერება შეუძლია.

როგორც Reuters იუწყება, გამოგონება მნიშვნელოვანია და მას ჭრილობების დამუშავების პროცესის გამარტივება შეუძლია.

გელი, სახელწოდებით Traumagel, შეიმუშავა Cresilon-მა, სამედიცინო ტექნოლოგიების კომპანიამ, რომელიც ბრუკლინშია დაფუძნებული.

„ჩვენი გელის გამოყენება შესაძლებელი იქნება ყველა მძიმე ჭრილობისგან გამოწვეული სისხლდენის შესაჩერებლად”, – განაცხადა Cresilon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯო ლანდოლინამ.

ლანდოლინას თქმით, დღეს არსებულ მეთოდებს, რომლებიც სისხლდენის შესაჩერებლადაა შემუშავებული, მოქმედებისთვის დიდი დრო სჭირდება. ეს ის ძვირფასი დროა, რომლის დაკარგვაც ხშირად ადამიანის სიცოცხლის ფასად ჯდება.

Traumagel, წყალმცენარეებიდან მიღებული პროდუქტია, რომელიც შპრიცშია მოთავსებული. შემქმნელების თქმით, მისი გამოყენება ადვილია და არ საჭიროებს განსაკუთრებულ უნარებს.

ლანდოლინას თქმით, პროდუქტი კომერციულად ხელმისაწვდომი 2024 წლის ბოლოსთვის იქნება.

„ბრძოლის ველზე სიკვდილიანობის 91% სწორედ შეუჩერებელ სისხლდენაზე მოდის. სისხლდენის შესაჩერებელი უკეთესი მეთოდის არსებობის შემთხვევაში, უამრავი ადამიანის გადარჩენას შევძლებდით. ჩვენი გელით სწორედ ამის გაკეთება გვინდა”, – განუცხადა ლანდოლინამ Reuters-ს.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ გელის ეფექტი დროებითია, მაგრამ ამით მნიშვნელოვანი დროის მოგებაა შესაძლებელი.

წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0