close
მედიცინა

შეიმუშავეს ტვინის სკანირების მეთოდი, რომელიც დემენციას 9 წლით ადრე პროგნოზირებს

დემენციის ადრეული დიაგნოსტიკა დროის მოგების საშუალებას იძლევა. ეს გვეუბნება იმას, თუ როგორ ვითარდება დაავადება ადრეულ ეტაპზე. და, აი, ახლა სწორედ ასეთი მეთოდი შეიმუშავეს მეცნიერებმა, რომელიც დაავადების 9 წლით ადრე პროგნოზირების საშუალებას იძლევა.

ახალი მეთოდი დედოფალ მერის ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, ავსტრალიელ მეცნიერებთან თანამშრომლობით შეიმუშავეს. ეს არის ნეირობიოლოგიური მოდელი, რომელიც fMRI-ზე დასკანერებული ტვინის მონაცემებს აანალიზებს.

“ასეთი დაავადების პროგნოზირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, — თქვა ნევროლოგმა, ჩარლზ მარშალმა.

კონკრეტულად, ჯგუფმა დაათვალიერა ტვინის სისტემის ძირითადი ნაწილი, რომელსაც DMN ეწოდება. ეს არის ტვინის ის ნაწილი, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადება პირველ რიგში აზიანებს. DMN მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტვინის სხვადასხვა ნაწილების დაკავშირებაში. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ტვინის გამართულად მუშაობა.

მკვლევრები 1 030 ადამიანს დააკვირდნენ. ახალმა მეთოდმა დაავადების ნიშნები ადამიანებში 9 წლით ადრე დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ მეთოდმა 80-პროცენტიანი სიზუსტე აჩვენა.

“ამ ანალიზის ტექნიკის გამოყენებით შეგვიძლია გამოვავლინოთ დემენციის მაღალი რისკის მქონე პირები და ასევე გავიგოთ, რომელმა გარემომცველმა რისკ ფაქტორებმა იმოქმედა მათზე”, — თქვა ნევროლოგმა, სამუელ ერეირამ.

მკვლევრებმა ალცჰაიმერის დაავადების რისკ ფაქტორები, როგორიცაა გენეტიკა და სოციალური იზოლაცია, DMN-ში ცვლილებებთან დააკავშირეს. იმის ცოდნა, თუ რა იწვევს ამ ნეირობიოლოგიურ მდგომარეობას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაავადების დასაძლევად.

კვლევა ჟურნალ Nature Mental Health-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0