close
ეს საინტერესოა

შეიმუშავეს “ფოთლის ელექტროსადგური”, რომელიც ქარსა და წვიმას ელექტროენერგიის შესაქმნელად იყენებს

ახალი კვლევის თანახმად, მეცნიერებმა განახლებადი ენერგიის სფეროში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. მათ ხელოვნური პატარა “ელექტროსადაგურები” შექმნეს.

ამ ინოვაციურ გენერატორებს ფოთლის ფორმა აქვთ. ისინი ქარისა და წვიმის ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნიან. მკვლევრებმა რავინდერ დაჰიას ხელმძღვანელობით ეს მინიატურული გენერატორები ხელოვნურ ფოთოლთან დააკავშირეს, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

ორი ტიპის გენერატორები

ტრადიციული მეთოდები, როგორიცაა მზის პანელები და ქარის ტურბინები, ენერგიის წარმოების ერთეულ წყაროებს ეყრდნობა. ახალი “ელექტროსადგურები” ქარსა და წვიმას ერთდროულად გამოიყენებს.

მზის პანელები მზის ჩასვლის შემთხვევაში არაეფექტური ხდება. თავის მხრივ, ქარის ტურბინები ქარზეა დამოკიდებული. ამის ფონზე, ახლად შემუშავებულ ტექნოლოგიას ერთდროულად რამდენიმე ენერგიის წყაროს გამოყენება შეუძლია.

მკვლევრებმა ენერგიის შეგროვების ორი განსხვავებული ტიპი გამოიყენეს. პირველი ეს ტრიბოელექტრული ნანოგენერატორია (TENG), რომელიც ქარის კინეტიკური ენერგიის მისაღებადაა შექმნილი.

მეორე კოლექტორი წყლის წვეთებზე დაფუძნებული ენერგიის გენერატორია (DEG). ის წვიმის წვეთებს ენერგიის შესაქმნელად იყენებს. ტექნოლოგია გამტარი ქსოვილებისგან შედგება, რომელიც როგორც ელექტროდები ისე მუშაობს.

ოპტიმალურ პირობებში, TENG-მა 252 ვოლტი, ხოლო DEG-მა 113 ვოლტი გამოიმუშავა.

ეკოლოგიურად სუფთა და ეფექტურ ენერგეტიკულ გადაწყვეტებზე მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად ასეთი ტექნოლოგია მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია უფრო მწვანე და მდგრადი მომავლისკენ.

მკვლევრებმა თავიანთ გამოგონებას უკვე უწოდეს “ფოთლის ელექტროსადგურები”.

კვლევა Sustainable Chemistry & Engineering-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0