close
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტის მქონე ფეხსაცმელი, რომლითაც 250%-ით უფრო სწრაფად ივლით

პიტსბურგში დაფუძნებულმა რობოტიკის კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის მქონე ფეხსაცმელი შექმნა. გამოგონებას Moonwalkers ჰქვია და მფლობელს საშუალებას აძლევს 250 პროცენტით უფრო სწრაფად იაროს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

Vigor Times-ის მიერ კვირას გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, გამოგონებამ უკვე მოიპოვა “მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ფეხსაცმლის” ტიტული.

„Moonwalkers ფეხით მოსიარულეებისთვის შექმნილი მოწყობილობაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ იაროთ სირბილის სიჩქარით. მასში ჩაშენებულია სპეციალურად შემუშავებული ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ამ ყველაფერში გეხმარებათ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ტექნოლოგია მყისიერი რეაგირების საშუალებას იძლევა, რაც ფეხსაცმელს სუპერ მოქნილს ხდის. ამასთან, ის სპეციალურად თქვენი სიარულის სტილს ერგება და ამცირებს დისკომფორტის რისკს.

ძრავა, რომლითაც ფეხსაცმელი იკვებება, შეიძლება გამორთოთ კიბეებზე ასვლისას ან სხვა აქტივობების შესრულებისას, სადაც სიჩქარე შეიძლება შემაფერხებელი იყოს.

ხელოვნური ინტელექტიდან გამომდინარე, ფეხსაცმელი ინტუიციურია. ის ხვდება რა მომენტში გირჩევნიათ შენელება, ან პირიქით, აჩქარება.

რაც შეეხება უსწორმასწორო რელიეფს და წვიმას, არც ეს არის პრობლემა. ფეხსაცმელს მოჰყვება რვა სპეციალური ბორბალი, რომლებსაც შეუძლიათ გაცილებით დიდი დიამეტრის მოცვა რთული რელიეფების დასაფარად.

ფეხსაცმელი აღჭურვილია 300 ვატიანი ელექტროძრავით. მფლობელებს შეუძლიათ მიაღწიონ 12კმ/სთ-ის სიჩქარეს და ეს ყველანაირი დატვირთვის გარეშე.

ფეხსაცმელი ბაზარზე ამ ზაფხულს გამოჩნდება და მისი ღირებულება 1 400 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0