close
მედიცინა

შემთხვევები, როცა არ უნდა აიცრათ – ბიძინა კულუმბეგოვი თემაზე

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ვაქცინების უკუჩვენებაზე ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია აიცრან ის ადამიანები, ვისაც დიაბეტი, ასთმა, არტერიული წნევა და სხვა დაავადებები აწუხებს:
“თუ დავიწყებთ უკუჩვენებებზე საუბარს, ლაკონურად რომ ვთქვათ, ვაქცინებს ბევრი უკუჩვენება არ აქვს. მაგალითად, ფაიზერის ვაქცინას უკუჩვენება აქვს, თუ ადამიანს მასში შემავალ ინგრედიენტებზე ცხოვრებაში ერთხელ მაინც ანაფილაქსიური შოკი აქვს გადატანილი, ამით მთავრდება. დროებითი უკუჩვენება აქვს ყველა ვაქცინას და ეს ხდება მაშინ, თუ მაქვს ნებისმიერი დაავადება მწვავე სიცხით მიმდინარე და ვიღებ ანტიბიოტიკებს, იმ პერიოდში ვერ ავიცრები.
მეორე შემთხვევაა: თუ გადავიტანე კოვიდი და 30 დღე არ გასულა.
რაც შეეხება ჩინურ ვაქცინებს, მათ შემთხვევაში ეს უკუჩვენებები ცოტა მეტია. ორსულსა და მეძუძურ დედებს ჩვენ ფაიზერს ვთავაზობთ, რადგან ჩინურ ვაქცინებს ანოტაციური უკუჩვენება უწერია. ასევე გაფანტული სკლეროზი და ალერგია შემავალ კომპონენტებზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში იწვევს ვაქცინა უკუჩვენებას. ამის მიღმა მდგომარეობები: დიაბეტი, არტერიული წნევა, გადატანილი ინფარქტი, სტენტირება, შუნტირება, ასთმა – ამ ადამიანების აცრა აუცილებელია და ყველაზე მეტად ამ ადამიანებს ეშინიათ. ამ ინფორმაციის გაფანტვას ვცდილობთ და თითოეულ ადამიანთან მიტანას, მაგრამ ასე მარტივი ეს არ არის. ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა მისცეს საშუალება ავტორიტეტულ ექიმებს, რომ ადამიანებთან ახლოს მივიდნენ”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0