close
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

შესაძლებელია თუ არა დაბერების შეჩერება?

დაბერებასთან ერთად ჩვენს ორგანიზმში ბევრი ცვლილება ხდება, ვსუსტდებით, თმა გვითეთრდება, კანი გვინაოჭდება, დაავადებების მიმართ უფრო დაუცველი ვხდებით და შესაძლოა, შემეცნებითი უნარებიც დაგვიქვეითდეს.

დაბერება, ზოგადად, ცხოვრების გარდაუვალ ნაწილად ითვლება, მაგრამ, შეიძლება თუ არადაბერების შეჩერება? ამ კითხვას რამდენიმე ექსპერტმა გასცა პასუხი.

რა არის დაბერება?

ყველა ცოცხალი ორგანიზმი უჯრედებისგან შედგება. მეცნიერები უჯრედებს, მათი შესწავლის მიზნით, ხშირად ლაბორატორიებში ზრდიან.

უჯრედულ დონეზე არსებობს დაბერების და სიბერის მრავალი მიზეზი. ეს მოიცავს ოქსიდაციურ დაზიანებას, დნმ-ში მცირე შეცდომების დაგროვებას და ტელომერებისშემცირებას. არსებითად, უჯრედის სხვადასხვა კომპონენტი განიცდის ზოგად ცვეთას უჯრედის მთელი ცხოვრების განმავლობაში. გარკვეულ მომენტში, ეს დაზიანება ნიშნავს, რომ უჯრედს აღარ შეუძლია ფუნქციონირება ისე, როგორც ადრე.

შეგვიძლია, თუ არა უჯრედებში დაბერება შევაჩეროთ?

ზოგიერთ უჯრედს შეუძლია განუსაზღვრელი ვადით გამრავლება. ეს ჩვეულებრივ არის კიბოს უჯრედები ან გენმოდიფიცირებული უჯრედები. უჯრედებში გარკვეული გზების შეცვლით, როგორიცაა მათი გამრავლების ან ტელომერების შენარჩუნება, ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ დაბერების ნორმალური პროცესი.

ამიტომ დაბერება შეიძლება შეფერხდეს უჯრედებში და ეს ჩვეულებრივ კეთდება კვლევის ფარგლებში. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს უჯრედები არ არის ის ჯანმრთელი უჯრედები, რომლებსაც ნახავთ ადამიანის სხეულში.

შეიძლება შეფერხდეს დაბერება ადამიანებში?

ევროპული ბიოინფორმატიკის ინსტიტუტის დაბერების ექსპერტი პროფესორი ჯანეტ თორნტონი ხაზს უსვამს იმას, რომ ადამიანებში მუტაციების განხორციელება არაეთიკურია და იმდენი ურთიერთსაწინააღმდეგო ძალაა, რომ ძნელია გავლენის შეფასება. ლაბორატორიაში, ჭიების სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება 10-ჯერ გაიზარდოს; ბუზებსა და თაგვებში, სიცოცხლის ხანგრძლივობა მაქსიმუმ მხოლოდ 1.5-ჯერ შეიძლება გაიზარდოს, მაგრამდაბერების ეკვივალენტური ზომა ადამიანებში უცნობია. ადამიანის სხეულის სისტემა კომპლექსურია მრავალი ურთიერთკავშირით და ბუფერიზაციით, ამიტომ ასეთი გახანგრძლივება, შეიძლება, მიუწვდომელი იყოს. “

ამ გართულებების მიუხედავად, არსებობს რამდენიმე პრეპარატი, რომლებიც გადიან კლინიკურ კვლევებს იმის დასადგენად, შეუძლიათ თუ არა მათ დაბერების შეჩერება.

გრონინგენის უნივერსიტეტის წარმომადგენელი დოქტორი მარკო დემარია აცხადებს, რომ ”ჩვენ გვაქვს რამდენიმე ჩარევა, რომლებიც აშკარად აისახება დაბერების დაწყებაზე და პროგრესირებაზე (კვების რეჟიმი და ვარჯიში ამ სიის სათავეში არიან). კვების რეჟიმი და ვარჯიშის გაუმჯობესებას  დაბერების შესაჩერებლად უამრავი ექსპერტი გვირჩევს. ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ და ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრობენ, ჩვეულებრივ, ასაკის მატებასთან ერთად, უფრო მოძრავები არიან და ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხით სარგებლობენ.

დასკვნა :

მიუხედავად იმისა, რომ დაბერება ჯერ კიდევ გარდაუვალია ყველა ცოცხალი არსებისთვის, მისი შეჩერება უჯრედებსა და ცხოველებში შესაძლებელია ექსპერიმენტის დონეზე. ჩვენთვის, ადამიანებისთვის, დაბერების შეფერხების საუკეთესო გზა არის დაბალანსებული კვება და რეგულარული ვარჯიში.

წყარო : sciencealert.co

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0