close
საქართველო

შესაძლოა, სექტემბრიდან რესტორნებში, სალონებსა და ფიტნესცენტრებში მხოლოდ აცრილები შეუშვან

NCDC რესტორნებში, სპა სალონებსა და ფიტნეს ცენტრებში მომხმარებლის მიღების ახალი წესების შემოღების რეკომენდაციით გამოდის – აღნიშნული რეკომენდაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოზე გააჟღერა.

ამირან გამყრელიძის რეკომენდაცია სექტემბრიდან რესტორნებში, სპა სალონებში, ფიტნესებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში პირთა დაშვების წესების შეცვლას ეხება და მომხმარებლის მიღებას იმ  შემთხვევაში ხდის შესაძლებელს თუ პირს ვაქცინაციის ერთი ან სრული კურსი, ან ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი ექნება.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0