ლონდონის საიმპერატორო კოლეჯისა და ემპას კვლევითი ინსტიტუტის მკვლევართა გუნდი ცეცხლგამძლე დრონებზე მუშაობს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
FireDrone ამჟამად ექსპერიმენტულია. როგორც შემქმნელები ამბობენ, ის 200 გრადუს ცელსიუსს 10 წუთის განმავლობაში უძლებს.
„არის შემთხვევები, როდესაც მეხანძრეებს ადამიანების ცეცხლმოკიდებული სახლებიდან გამოყვანა უჭირთ. ზოგჯერ ეს შეუძლებელიცაა. სწორედ ასეთ დროს მნიშვნელოვანი იქნება FireDrone”, – თქვა მირკო კოვაჩმა Empa’s Sustainability Robotics Laboratory-ის ხელმძღვანელმა.
თუმცა, დიდი ხანძრის დროს არის შემთხვევები, როდესაც საქმე 1000 გრადუს ცელსისუთანაც გვაქვს. ამ ტემპერატურის გაძლება ცეცხლგამძლე დრონსაც გაუჭირდება.
„იქნება შემთხვევები, რა დროსაც ცეცხლგამძლე დრონსაც გაუჭირდება შენობაში შეღწევა. თუმცა, მისი უპირატესობა სხვა დრონებთან შედარებით არც აქ დაიკარგება”, – თქვა დევიდ ჰაუზერმა, Empa’s Sustainability Robotics-ის წარმომადგენელმა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”