ბელგიურმა არაკომერციულმა კომპანია APOPO-მ შექმნა მიკროზურგჩანთა, რომელიც ვიდეოკამერით, მიკროფონითა და GPS-ითაა აღჭურვილი. მოწყობილობას ვირთხებზე დაამაგრებენ და ინოვაციური მეთოდით ეცდებიან მიწისძვრის ან სხვა შემთხვევათა გამო, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების პოვნას, – ამის შესახებ CNN-იწერს.
როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, სიახლე მნიშვნელოვნად დაეხმარება სამძებრო და სამაშველო ჯგუფებს, რომლებიც ადამიანების გადარჩენას ცდილობენ.
მკვლევარებს მღრღნელები ჯერ კიდევ ვარჯიშის ადრეულ ეტაპზე ჰყავთ. მათ შემდეგი ქცევის დასასწავლად წვრთნიან: ვირთხამ უნდა შეძლოს ოთახში ადამიანის პოვნა, დააწკაპუნოს ჟილეტის წინა ნაწილზე განთავსებულ სიგნალის ღილაკზე და დაბრუნდეს უკან, გაშვების ადგილისკენ იმ მოლოდინით, რომ წასახალისებლად, რაიმე სასუსნავით დაჯილდოვდება.
გაზიარება: