close
ეს საინტერესოა

შვეიცარიაში ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი მიიღეს

პარასკევს შვეიცარიის პარლამენტის ორივე პალატამ მიიღო გადაწყვეტილება  ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ. ეს საკითხი რამდენიმე წლის განმავლობაში იყო მსჯელობის საკითხი და საბოლოოდ 2020 წლის 18 დეკემბერს შვეიცარიელმა დეპუტატებმა ხმა მისცეს ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას.

ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონის გადამოწმება იგეგმება მომავალ წელს, შვეიცარიის ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმით, სანამ კანონი ძალაში შევა.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონით ადამიანებს შეეძლებათ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე სქესი შეცვალონ სამოქალაქო რეესტრის ოფისში, რა თქმა უნდა, შესაბამისი განაცხადით. კანონით ასევე განისაზღვრა მინიმალური ასაკი-16 წელი, როდესაც მშობლების თანხმობის გარეშე არის შესაძლებელი შესაბამის დოკუმენტაციაში სქესის შეცვლა,  რასაც კრიტიკა მოჰყვა.

ეროვნულ საბჭოში (პარლამენტის ქვედა პალატა) კანონს მხარი დაუჭირა 136-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 48, ცხრამ თავი შეიკავა. ხოლო პარლამენტის ზედა პალატაში ინიციატივას მხარი დაუჭირა 24-მა დეპუტატმა, 11 წინააღმდეგი იყო, შვიდმა თავი შეიკავა.

კანონს ეწინააღმდეგება ულტრაკონსერვატიული ფედერალურ-დემოკრატიული კავშირი, რომელიც გეგმავს კანონპროექტის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდეს, რომ საბოლოო სიტყვა ხალხმა თქვას, რეფერენდუმისთვის 100 დღე აქვთ, რომ 50000 ხელმოწერა შეაგროვონ.

 

წყარო: REUTERS

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0