close
გამოგონება - ინოვაციამედიცინა

შვეიცარიელმა მეცნიერებმა თვალის ბადურის იმპლანტი შექმნეს, რომელიც უსინათლოებს საგნების დანახვის საშუალებას მისცემს

ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლის მეცნიერებმა თვალის იმპლანტი შექმნეს, რომელიც უსინათლო ადამიანებს საგნების სილუეტის დანახვის საშუალებას მიცემს. ამის შესახებ გამოცემა EurekAlert-ი წერს.

მეცნიერები ამ პროექტზე 2015 წლიდან მუშაობდნენ. თვალის ბადურის იმპლანტი 10,5 ათასი ელექტროდისგან შედგება და ადამიანს გამოსახულებას ჭკვიანი სათვალის მეშვეობით გადასცემს. სათვალეში არსებული კამერა საგნის მოხაზულობას აფიქსირებს და მონაცემებს სათვალეშივე მოთავსებულ მიკროკომპიუტერს გადასცემს. სისტემა ინფორმაციას სინათლის სიგნალებად გარდაქმნის, რომლებიც იმპლატნში არსებულ ელექტროდებზე გადაიცემა. ისინი კი თავის მხრივ ბადურაზე აგზავნიან სიგნალს და ადამიანი გამოსახულების შავ-თეთრ, გამარტივებულ ვერსიას ხედავს, რომელიც სინათლის წერტილებისგან შედგება.

„თითქოს ღამე, ცაში ვარსკვლავებს უყურებთ და თანავარსკვლავედების ამოცნობა უნდა ისწავლოთ“, – ამბობენ იმპლანტის შემქმნელები.

იმპლანტი მოქნილი მასალისგან – გამჭვირვალე პოლიმერისგან მზადდება, რაც ოპერაციის დროს მასთან მუშაობას ამარტივებს. ტექნოლოგია ადამიანებზე ჯერ არ გამოუცდიათ, თუმცა ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ მათი იმპლანტი კლინიკური ტესტირებისთვის მზად არის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0