ტყვიის შემცველობაზე კვლევის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შედის, რომელთა თანახმად, პროგრამაში შვიდ წლამდე ასაკის ყველა ის ბავშვი ჩაერთვება, რომელსაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის სიმპტომები აღენიშნება.
ეს სიმპტომებია: ჰიპერაქტიურობა, ყურადღების დეფიციტი, ქცევითი აშლილობა…
საქართველოში უკვე არსებობს ლაბორატორია, სადაც სისხლში ტყვიის შემცველობის მაჩვენებელს ადგენენ. უფასოა მედიკამენტოზური მკურნალობაც.
„აღნიშნული ცვლილებით, ქვეყანა ადეკვატურ რეაგირებას ახდენს იმ გამოწვევებზე, რაც უკავშირდება ბავშვების სისხლში ტყვიის დონის ზრდის მონაცემებს. ამასთან 2019 წელს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თითქმის ყველა რაიონში გადამზადდა მინიმუმ ერთი პედიატრი/ოჯახის ექიმი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, რომელთაც ადგილზე შეუძლიათ მოახდინონ შესაბამისი პრობლემის მქონე ბავშვების დროული იდენტიფიცირება და სპეციალისტთან გადამისამართება“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
როგორც ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ აღნიშნა, ცვლილება ძალაში 2020 წლის პირველი იანვრიდან შევიდა და ტყვიის მაღალი შემცველობის დადგენის შემთხვევაში, ბავშვის ოჯახის წევრებიც იქნებიან გამოკვლეულნი ტყვიაზე.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”