მეცნიერების ჯგუფმა უგანდასა და ტანზანიაში ველური შიმპანზეების კომუნიკაციის სტილი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ის ძალიან ჰგავს ადამიანების საუბარს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კვლევის მიზანი კომუნიკაციის ევოლუციური საწყისების შესწავლა იყო. მეცნიერებმა 250 ცხოველის 8 ათასზე მეტი ჟესტი აღწერეს და თარგმნეს და დაადგინეს, რომ ველური შიმპანზეები, ისევე როგორც ადამიანები, დიალოგისას საკუთარ რიგს ელოდებიან, ხანდახან კი ერთმანეთს სიტყვასაც აწყვეტინებენ.
ამასთან, ცხოველები ძირითადად ჟესტიკულაციისა და სახის გამომეტყველებით ერთვებიან ერთმანეთთან დიალოგში.
ექსპედიციის მთავარი მკვლევარი დოქტორ გელ ბადიჰი სეინტ ენდრიუს უნივერსიტეტიდან განმარტავს, რომ კომუნიკაცია შიმპანზეებს ერთმანეთთან კოორდინაციაში და კონფლიქტების თავიდან არიდებაში ეხმარება.
„მაგალითად, ერთ შიმპანზეს შეუძლია მეორეს ანიშნოს, რომ შია, ის კი მას საკვებს მიაწვდის, ან თუ არც ისე კეთილად არის განწყობილი, ჟესტებით ანიშნებს, რომ წავიდეს. ასეთი კვლევები გვეხმარება უკეთ გავიგოთ როგორ წარმოიშვა საუბრის ის წესები, რომლებსაც დღეს ჩვენ, ადამიანები ვიცავთ“ – აღნიშნავს მეცნიერი.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”