close

XVI საუკუნემდე ადამიანები იულიუსის კალენდრით ცხოვრობდნენ, რომელიც იმპერატორმა იულიუს კეისარმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 46 წელს შემოიღო, მაგრამ წლების შემდეგ საჭირო გახდა ახალი კალენდარის შემოღება, იმიტომ რომ ყოველ 128 წელიწადში ერთხელ ერთი დღე- ღამის ცდომილება იყო.   1582 წელს, რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ იულიუსის კალენდარი გრიგორიანული კალენდარით შეცვალა.

მართლმადიდებლურ ქვეყანებში სადაც ეკლესიებმა კალენდრული რეფორმა წარმატებით ჩაატარეს შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, სადაც – არა, 7 იანვარს. 25 დეკემბერს ქრისტიანების ნაწილი ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს შობას ზეიმობენ არამხოლოდ კათოლიკეები და პროტესტანტები, არამედ საბერძნეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, სირიის, ლიბანის და ეგვიპტის მართლმადიდებელი ეკლესიებიც. საქართველოს, რუსეთის, იერუსალიმის, სერბეთის და ათონის მართმადიდებლები კი ქრისტეს შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავენ.

მასალა მოამზადა : ლალი კიკვაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0