close
ასტრონომია - კოსმოსი

ჩვენი გალაქტიკის საზღვრებს მიღმა პირველი პლანეტა აღმოაჩინეს

ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის საზღვრებს მიღმა პლანეტის არსებობის ნიშნები პირველად აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე თითქმის 5 ათასი ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი, თუმცა ყველა მათგანი ირმის ნახტომშია. ახლა კი მეცნიერებმა, NASA-ს რენტგენული ტელესკოპის Chandra-ს მეშვეობით გალაქტიკაში М51 სატურნის ზომის პლანეტა იპოვეს. ეს გალაქტიკა ირმის ნახტომიდან დაახლოებით 28 მილიონი სინათლის წელიწადის მანძილზეა.

ორმაგ სისტემაში M51-ULS-1 ნეიტრონული ვარსკვლავი ან შავი ხვრელია, რომლის ირგვლივაც კომპანიონი-ვარსკვლავი ბრუნავს. ეს ტრანზიტი დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რა დროსაც სისტემის რენტგენული გამოსხივება ნულამდე დაეცა. ამ და სხვა მონაცემებზე დაყრდნობით, ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ ორმაგი სისტემის ირგვლივ, ორი ასტრონომიული ერთეულის მანძილზე სატურნის ზომის პლანეტა ბრუნავს.

თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მათ დასკვნებს მეტი შემოწმება სჭირდება და იმედს გამოთქვამენ, რომ ამას სხვა ასტრონომები გააკეთებენ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0