ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალმა პირველმა სატვირთო მატარებელმა ბოსფორის სრუტის ქვეშ გვირაბი უკვე გაიარა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
China Railway Express line-ს მატარებელი, რომლის შემადგენლობაშიც 21 ვაგონია ჩინეთის ქალაქ შიანიდან გამოვიდა. 12 დღეში სატვირთო მატარებელმა 10 ქვეყანა უნდა გაიაროს და 11.5 ათასი კილომეტრი უნდა დაფაროს. დანიშნულების პუნქტი ჩეხეთის დედაქალაქი პრაღაა.
შემადგენლობამ ჩინეთის შემდეგ ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ტერიტორიები გაიარა. ეს მარშრუტი „რკინის აბრეშუმის გზის“ სახელითაა ცნობილი. მარშრუტის შემადგენლობაშია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი.
ამ პროექტის მიზანია ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთების ტრანსპორტირებისას ხარჯების და დროის 30-დან 12 დღემდე შემცირება.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”