ჩინეთმა შესაძლოა 100 ათასი იხვი გაგზავნოს მეზობელ პაკისტანში, სადაც კალიების შემოსევაა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მომავალ კვირას ჩინეთის მთავრობა პაკისტანში ექსპერტების ჯგუფს გაგზავნის, რომელიც მწერებთან ბრძოლის მიზანმიმართული პროგრამის შექმნაზე იმუშავებს. გეგმის ეფექტიანობის დასადგენად ტესტები ჩინეთშიც ჩატარდება. ფრინველებს პაკისტანში მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ გაგზავნიან. ექსპერტების თქმით, ერთ იხვს დღეში 200 კალიაზე მეტის შეჭმა შეუძლია, რაც პესტიციდების გაფრქვევაზე ეფექტურია.
მთავრობის გეგმამ ჩინეთის სოციალური ქსელები გაახალისა. „წინ, იხვებო! იმედია ცოცხლები დაბრუნდებით“, – დაწერა Twitter-ის მსგავსი მიკრობლოგის Weibo-ს ერთ-ერთმა მომხმარებელმა. „გმირი იხვები მტრის პირისპირ“, – წერს მეორე.
თუმცა სპეციალისტთა ნაწილი ამ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს. მათი თქმით, იმის მიუხედავად, რომ იხვებს კალიებთან საბრძოლველად უძველესი დროიდან იყენებდნენ, შესაძლოა მათ პაკისტანში გაუჭირდეთ, რადგან წყალი სჭირდებათ, იქ კი ძირითადად უდაბნოში მოუწევთ „მუშაობა“. საბოლოო გადაწყვეტილებას ჩინეთის მთავრობა ტესტირების დასრულების შემდეგ მიიღებს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“