ჩინეთის მთავრობამ COVID-19-ის სამკურნალო ეფექტიანი პრეპარატი დაასახელა. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტროს წარმომადგენლის ჩჟან სილმინის განცახდებით, პრეპარატი „ფავიპირავირი“, რომელსაც იაპონური კომპანია Fujifilm Toyama Chemical-ი აწარმოებს, კორონავირუსის მკურნალობისთვის ეფექტიანი აღმოჩნდა.
სილმინის განმარტებით, უჰანსა და შენჟენში წამლის 340 პაციენტზე ჩატარებულმა კლინიკურმა ტესტირებამ იმედისმომცემი შედეგები აჩვენა.
კერძოდ, დაავადებულთა ანალიზებმა აჩვენა, რომ, მათ, ვინც „ფავიპირავირს“ იღებდნენ, კორონავირუსზე ტესტის პასუხი უარყოფითი 4 დღეში ჰქონდათ. ის პაციენტები კი, რომლებსაც ეს პრეპარატი არ მიუღიათ, საშუალოდ 11 დღეში გამოჯანმრთელდნენ.
ამასთან, სპეციალისტების მტკიცებით, მედიკამენტს უსაფრთხოების მაღალი ხარისხი აქვს და ფილტვების მდგომარეობს დაახლოებით 91%-ით აუმჯობესებს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“