ჩინეთში მაიმუნის ვირუსით ადამიანის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცი, რომელსაც მაიმუნის B ვირუსი (BV) დაუდასტურდა, პეკინში, პრიმატების შემსწავლელ ინსტიტუტში მუშაობდა.
„მიუხედავად იმისა, რომ მეორადი გადაცემის რისკი მინიმალურია, ადრე ჰერპესის B ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა“, – ნათქვამია ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებაში.
მაიმუნის B ვირუსი (BV) 1932 წელს იყო გამოყოფილი და ინფიცირება მაიმუნთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად არის შესაძლებელი.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: