100 წლის ჩინელი კაცი კორონავირუსისგან განიკურნა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
უცხოური მედიის ცნობით, ის ყველაზე ხნიერი ადამიანია მსოფლიოში, რომელმაც Covid-19 დაამარცხა. იგი ქალაქ უჰანიდან არის.
პაციენტი საავადმყოფოში 24 თებერვალს მოხვდა. ამასთან, მას ალცჰაიმერის დაავადება და გულზე პრობლემები აქვს. რთული სამედიცინო ისტორიის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს და ამისთვის სხვადასხვა მეთოდები, მათ შორის ტრადიციული ჩინური მედიცინაც გამოიყენეს.
მამაკაცმა ცოტა ხნის წინ მეასე დაბადების დღე აღნიშნა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
გაზიარება: