close
ეს საინტერესოა

„ძალიან მძიმე და ცუდი ნივთიერება ტრიალებს “შავ ბაზარზე”… ცუდი შედეგი უფრო მალე დადგება“ – საგანგებო გაფრთხილება ნარკოლოგისგან

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოსახლეობას აფრთხილებს:

„პატივცემულო საზოგადოება, ახლა წინასაახალწლო გაფრთხილება… ამ ბოლო ერთი კვირის მომართვიანობის გათვალისწინებით, მინდა კიდევ ერთხელ გაგაფრთხილოთ, რომ რაღაც ძალიან მძიმე და ცუდი ნივთიერება – ნარკოტიკი ტრიალებს შავ ბაზარზე და აშკარად დაბინძურებულია. იწვევს მძიმე ფსიქიკურ აშლილობას, ფსიქოზს და ალბათ არის კვლავ გარეული ფენტანილი! იმიტომ რომ რამდენიმე საათში იწვევს ძლიერ ძილიანობას! ახლა რაც შეეხება ახალ წელს, არ მიიღოთ ალკოჰოლი და უცნობი ნივთიერება ერთად, ვინაიდან, ალკოჰოლი აძლიერებს ორმაგად მის მოქმედებას და ცუდი შედეგი უფრო მალე დადგება.

გაატარეთ ახალი წელი ახლობლებთან ერთად, ზომიერად. მიიღეთ ღვინო და ისიამოვნეთ ურთიერთობით თქვენ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და ნუ გატარებთ ახალ წელს სადმე ემერჯენსში! დამდეგ შობა ახალ წელს გილოცავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას!“, – წერს ზურა სიხარულიძე.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0