close
ეს საინტერესოა

ძაღლები ადამიანის ნათქვამს იმაზე კარგად აღიქვამენ ვიდრე მეცნიერები ვარაუდობდნენ

მეცნიერულად თითქმის უკვე დამტკიცებულია, რომ როდესაც ძაღლს ესმის ბრძანება “დაჯექი!” ან “გაჩერდი!”, ის ასრულებს ამ მოქმედებებს მაშინაც კი, თუ ამ სიტყვებს მისთვის უცხო ადამიანი, უცხო აქცენტით გასცემს. ამის შესახებ ავსტრიული გამოცემა Der Standard-ი წერს. 

ძაღლების განსაკუთრებული ნიჭის არსებობის დამტკიცება მეცნიერთა ჯგუფმა შეძლო, რომელსაც ბიოლოგი ჰოლი რუთ-ჰატერიჯი ხელმძღვანელობდა, სასექსის უნივერსიტეტიდან. კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Biology Letters-ში გამოქვეყნდა.

მკვლევრებმა ვიდეოზე სხვადასხვა ჯიშის 42 ძაღლის ქცევა გადაიღეს – ამ მომენტში ძაღლები პატრონებთან ერთად ისხდნენ და ესმოდათ სიტყვები, რომლებიც არანაირ ბრძანებას არ გამოხატავდა. მაგალითად, “had”, “hid” და “who”. სიტყვებს არა ძაღლების პატრონები, არამედ სხვა ადამიანები – კაცები და ქალები სხვადასხვა აქცენტით წარმოთქვამდნენ. ძაღლები განსაკუთრებულ ყურადღებას (ყურების დაცქვეტა, ან სხვა რაიმე მოძრაობა) აქცევდნენ ახალ სიტყვებს, რომლებიც ჩვეულებრივისგან რამით განსხვავდებოდნენ. მეცნიერების აზრით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ძაღლები სხვაობას ცნობდნენ.

მაგალითად, კვლევისას ჩაწერილ ერთ-ერთ ვიდეოზე ჩანს, როგორ უსმენს თავიდან ძაღლი სხვადასხვა ადამიანის მიერ წარმოთქმულ ერთსა და იმავე სიტყვას “had” და ბოლოს ამ სიტყვის მიმართ ინტერესს კარგავს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0