ძაღლის ყოლა ხანდაზმულებისთვის დემენციის რისკებს 40%-ით ამცირებს. როგორც ბოლოდროინდელი კვლევა ცხადყოფს, გარდა იმისა, რომ ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობრადაა აღიარებული, მასთან ურთიერთობას ტვინსა და ზოგად ჯანმრთელობაზე პირდაპირი სარგებელი მოაქვს.
იაპონიის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ოთხფეხა მეგობარი განსაკუთრებით დიდ გავლენას 65 წელს ზემოთ ადამიანებზე ახდენს. პირველ რიგში, ძაღლის ყოლა სახლიდან რეგულარულად გასვლის სიხშირეს ზრდის, რაც ხშირად ხანდაზმულების სოციალიზაციისა და ცხოვრების აქტიური წესის წინაპირობა ხდება. ეს არაპირდაპირი გარემოებები, როგორც მეცნიერები ამბობენ, საბოლოოდ, დიდწილად განაპირობებს ტვინის აქტივობისა და დემენციის განვითარების რისკების ალბათობას.
ცნობისთვის, დემენციის წამყვან მიზეზად ალცჰაიმერი მიიჩნევა. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია მეხსიერების დაკარგვა, აზროვნების უნარის დაქვეითება, პრობლემების გადაჭრის უუნარობა, მეტყველების დარღვევა. ალცჰაიმერი უმეტესად 65 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებში გვხვდება.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”