ბრიტანული გამოცემა the guardian-ი იტალიელი მწერლის, ფრანჩესკა მელანდრის მიმართვას აქვეყნებს.
წერილი აფრთხილებს ევროპას და მათ, ვისაც ჯერ კიდევ უჭირს გააზრება, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა ამ საერთო ბრძოლაში.
“იტალიიდან გწერთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გწერთ თქვენი მომავლიდან. ეპიდემიის მოცემულობა იმას აჩვენებს, რომ ჩვენ უკვე საერთო ცეკვაში ვიხლართებით.
ჩვენ გისწრებთ რამდენიმე ნაბიჯით და გაკვირდებით. თქვენ ზუსტად ისე იქცევით და ლაპარაკობთ, როგორც ჩვენ რამდენიმე კვირით ადრე. ამბობთ, ეს ხომ უბრალოდ გრიპია, რა საჭიროა ამხელა ამბავიო და არიან ისეთებიც, ვინც უკვე ყველაფერს მიხვდა.
პირველ რიგში, ჭამას დაიწყებთ. ათეულობით ჯგუფს ნახავთ სოციალურ ქსელებში, რათა ისწავლოთ როგორ გაატაროთ დრო ნაყოფიერად. მაგრამ რამდენიმე დღეში ყველაფერს უგულებელყოფთ. თაროებიდან ლიტერატურასაც ჩამოალაგებთ, მაგრამ მალევე მიხვდებით, რომ მათი წაკითხვა არ შეგიძლიათ.
ისევ შეჭამთ, მერე საკუთარ თავს ჰკითხავთ რა ემართება დემოკრატიას? მუდმივად ონლაინ რეჟიმში იქნებით. ძველი წყენები იმდენად უმნიშვნელო გახდება, რომ დარეკავთ იმ ადამიანებთანაც, რომლებზეც დაიფიცეთ, რომ ხმას არასდროს გასცემდით.
დაიწყებთ ფიქრს იმაზე, რომ ბევრ ქალზე სახლში ძალადობენ. დაინტერესდებით იმ ადამიანების მდგომარეობით, ვისაც სახლი საერთოდ არ აქვს.
დაცარიელებულ ქუჩებში თავს დაუცველად იგრძნობთ და გაიფიქრებთ, ნუთუ ასე იშლება საზოგადოება. ყველაფერი ასე სწრაფად ხდება…
ადამიანები სრული სიცხადით გამოავლენენ საკუთარ სახეს. ბევრი რამ გაგაკვირვებთ… აღმოჩნდება, რომ ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც ადრე ქედმაღლურად უყურებდით არიან სანდო და მომავლის გამჭვრეტნი.
აჰ, ეს იტალიელები, ალბათ, ამას ამბობდით მაშინ, როცა ხედავით როგორ ვმღეროდით აივნებიდან, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ერთმანეთს სიმღერებს თქვენც უმღერებთ და ამ დროს თავს დაგიქნევთ, როგორც უხანის მოქალაქეები გვიქნევდნენ ჩვენ.
ბევრი თქვენგანი შეიძლება იმ ფიქრით იძინებს, რომ კარანტინის შედეგ განქორწინების განაცხადს შეიტანს. ბევრი ბავშვი ჩაისახება. გეტყვიან, რომ ყველა ერთ ნავში სხედხართ, რაც სიმართლეა…
ეს გამოცდილება საბოლოოდ შეცვლის უკეთესობისაკენ საკუთარი თავის აღქმას. მიხვდებით, რომ მთლიანის ნაწილი ხართ. ლამაზ სახლში ყოფნა მჭიდროდ დასახლებულ ბინებში გამოკეტვის მსგავსი არ იქნება. არც სახლიდან მუშაობა და სამსახურის დაკარგვა იქნება ერთნაირი.
ნავი, რომლითაც კორონავირუსის დასამარცხებლად ერთად იმგზავრებთ, ყველასთვის ერთნაირი არ არის და არც არასდროს ყოფილა.
რაღაც ეტაპზე ამ სირთულის შეგეშინდებათ, შემდეგ ისევ შეჭამთ…
ეს არის ის, რაც ჩვენ, იტალიაში, თქვენს მომავალზე ვიცით, მაგრამ ეს მოკლევადიანი პროგნოზია, შორეული პერსპექტივა კი, როგორც ჩვენთვის, ასევე თქვენთვისაც უცნობია.
მხოლოდ ერთი რამის თქმა შეგვიძლია, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება სამყარო აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო.”
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“